7 აგვისტოს "იფსვიჩ თაუნის" ფანმა კლუბს ცენტრალური მცველის ყიდვის მოთხოვნით მიმართა.
"ბებიას არ გამოვუშვებ, სანამ მცველს არ იყიდით", - დაწერა ფანმა "ტვიტერში" და პოსტს გალიაში მყოფი ბებოს ფოტოც დაურთო.
მეორე დღეს "იფსვიჩის" "ტვიტერმა" ფანს უპასუხა:
"როგორც წესი, ჩვენ ასეთ რამეზე არ მივდივართ, მაგრამ მოვიდა დრო, ბებია გაათავისუფლოთ".
"იფსვიჩმა" ერთბაშად ორი ახალწვეული წარადგინა, საიდანაც ერთი ცენტრალური მცველი არისტოტ ნსიალია.
შეგახსენებთ, რომ "იფსვიჩი" ინგლისში სიძლიერით მეორე ლიგაში, ჩემპიონშიპში გამოდის. გასულ წელს მათ მე-12 ადგილი დაიკავეს.
13:26 09-08-2018
ბებოს არ გამოვუშვებ, სანამ მცველს არ იყიდით - ფანმა კლუბს ულტიმატუმი წაუყენა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული