დეიან ლოვრენი მენჯის ტრავის გამო სამი კვირა იუქმებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ხორვატმა მცველმა დეიან ლოვრენმა ტრავმა მიიღო და სამი კვირა მოუწევს უქმობა. ამის შესახებ გუნდის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა იუწყა.

მას მენჯის პრობლემები ჯერ კიდევ გასულ სეზონში ჰქონდა და მსოფლიოს ჩემპიონატისას გაურთულდა.

"ის მზად არაა. მას წინა სეზონშიც ჰქონდა ეს პრობლემა, მაგრამ თამაშობდა, თან კარგად თამაშობდა. მატჩიდან მატჩამდე ახერხებდა აღდგენას და თამაშობდა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე სამჯერ ითამაშა 120 წუთი, პრობლემა გაურთულდა და ახლა 3 კვირა უნდა დაისვენოს. ამ დროის განმავლობაში დეიანი ივარჯიშებს, თუმცა ასპარეზობას ვერ შეძლებს", - განუცხადა კლოპმა Sky Sports-ს.

altდეიან

ლოვრენი: ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული