როს ბარკლი: "ჩელსიში" საკვანძო როლს ჟორჟონიო თამაშობს

AutoSharing Option
"ჩელსის" ფეხბურთელმა როს ბარკლიმ პრემიერლიგის პირველ ტურში "ჰადერსფილდთან" მატჩში ცენტრალური ნახევარმცველების თამაშზე გააკეთა კომენტარი.

"ჩვენი ახალი სათამაშო სისტემა ერთ-ერთ ნახევარმცველს მეტოქის საჯარიმოში შეღწევის საშუალებას აძლევს. კანტე ჩაერთო შეტევაში და გოლი გაიტანა.

საკვანძო როლს ჟორჟონიო თამაშობს. ტოპ-ფეხბურთელია, ბურთს აკონტროლებს და თამაშს წარმართავს. ასე იქნება მთელი სეზონი.

იმედია, მწვრთნელს დავანახე რაც შემიძლია და შეუძლია დამეყრდნოს. ჩვენს გუნდში დიდი კონკურენციაა და ამისათვის მზად ვარ".

altმაურიციო სარი: "ჩელსისგან" "ნაპოლის" გაკეთებას არ ვაპირებ

alt"ჩელსიმ" "ჰადერსფილდი" 3:0 დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
"ჩელსი" წელს "ლივერპულთან"და "ტოტენჰემთან" ერთად შეუტევს გვარდიოლას სიტის. აი მოურინიოს და მანიუს ადგილი სამეულში არ ჩანს და საჩემპიონლიგო მეოთხეზე გაცვლაც ძალიან გაუჭირდება
barnaba
08:41 14-08-2018
0

სიახლეები პოპულარული