ვილიანს შემოთავაზებები "მანჩესტერ იუნაიტედიდან" და "ბარსელონადან" ჰქონდა, თუმცა ის "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩა.
ფეხბურთელს ჰკითხეს, დარჩებოდა თუ არა "არისტოკრატთა" რიგებში იმ შემთხვევაში, თუ ანტონიო კონტე მწვრთნელის პოსტს შეინარჩუნებდა.
"შანსი არ არის. კონტეს დარჩენის შემთხვევაში, მე კლუბიდან წავიდოდი. სარის მოსვლის შემდეგ ჩვენ სრულიად განსხვავებული სტილის ფეხბურთს ვთამაშობთ.
ახლა მწვრთნელი გვეუბნება, გადით და თქვენი თამაშით სიამოვნება მიიღეთო.
მაგალითად, შაბათს "არსენალს" ვეთამაშებით. კონტე რა სტილის
ჩვენ ფეხბურთის თამაში გვინდა და არ მესმის, რატომ უნდა ჩაჯდე დაცვაში, როდესაც გუნდში ისეთი შემტევი მოთამაშეები გყავს, როგორებიც ედენი აზარი და პედრო არიან", - აღნიშნა ვილიანმა.
ვილიანი: კონტესთან ძნელი იყო მუშაობა, იმედია სარი ასეთი არაა
მოურინიოს ახალი გეგმა - პორტუგალიელი ვილიანის ტრანსფერს მიუბრუნდა