"მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
Skysports-ი იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" კლუბის მეკარე დავიდ დე ხეას ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომელშიც გაუმჯობესებული გასამრჯელო იქნება შესული.

ესპანელი კარის დარაჯის შრომით ხელშეკრულებას ვადა 2019 წელს ეწურება.

დე ხეა "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში 2011 წლიდან ასპარეზობს. მან კლუბთან ერთად პრემიერლიგა, FA Cup-ი, ინგლისის ლიგის თასი და ევროპის ლიგა მოიგო.

ის ბოლო 5 წლის განმავლობაში "მანჩესტერის" წლის საუკეთესო მოთამაშე 4-ჯერ გახდა.

altკარიუს! კარიუს! - მარკო ასენსიომ დავიდ დე ხეას დასცინა [VIDEO]

altდავიდ დე ხეა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული