მაურიციო სარი: 75 წუთი კარგად ვითამაშეთ, 15 კი - საზიზღრად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მეორე ტურში "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა "არსენალი". მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "არისტოკრატებში" მოღვაწეობა ორი გამარჯვებით დაიწყო, ხოლო მისმა კოლეგამ უნაი ემერიმ "მეთოფეებში" მუშაობა ორი წაგებით.

ნამატჩევს სარიმ შემდეგი განაცხადა:"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. გვიჭირს მატჩების მოგება. 75 წუთი კარგად ვითამაშეთ, 15 კი - საზიზღრად. ამ მომენტში მეტოქეს გავუხსენით ზონები, პრესინგს ვეღარ მივმართავდით და პრობლემები შეგვექმნა.

მაინც მინდა ბიჭები შევაქო. ძნელია "არსენალთან" თამაში, როდესაც ანგარიში 2:2-ია.

ჯერ აზარს და კოვაჩიჩს 90 წუთი თამაში არ შეუძლიათ. ვფიქრობ, ჯერ ჯობია 25-30 წუთით შევუშვა
შეცვლაზე, როდესაც ინტენსივობა დაიკლებს. მატეოს შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს.

კარგი სტარტი ავიღეთ. მითუმეტეს წინასასეზონო სირთულეების გათვალისწინებით".

alt"ჩელსიმ" "ჰადერსფილდი" 3:0 დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული