ბიჭმა 11 გოლი გაუშვა და მამის წყალობით მთელ ინგლისში პოპულარული გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჰარისონ ოგლი 11 წლის ბიჭია, რომელსაც ფეხბურთის თამაში უყვარს და მომავალში სურს, მეკარე გამოვიდეს.

თუმცა სადებიუტო მატჩში, ერთ-ერთ ტურნირზე მისი გუნდი ანგარიშით 0:11 დამარცხდა, ხოლო თავად ჰარისონი ძალიან დამწუხრებული იყო ამით.

შვილის გასამხიარულებლად, მამამ, ალანმა "ვიტერში" მისი "სეივების" კრებულის ვიდეო ატვირთა. ამ ვიდეოს უამრავმა ადამიანმა უყურა, 2600 კომენტარი დაუწერეს და 9400 "რეტვიტი" გააკეთეს.

მათ შორის, ვინც ბიჭის თამაში შეაფასა, იყვნენ ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან ლუკაშ ფაბიანსკი "ვესტ ჰემიდან", ნიკ პოუპი "ბარნლიდან" და ასევე, ინგლისის ნაკრების ლეგენდარული მეკარე დევიდ სიმენი.

"კარგად
გამოიყურები. ჩემს პირველ მატჩში სკოლის გუნდში 12 გოლი პირველ ტაიმში გავუშვი", დაწერა სიმენმა.

"ყოჩაღ, ტომ-მეკარე. მიყვარს შენი თამაში", - დაწერა "ევერტონის" ყოფილმა მეკარემ, ნევილ სოუჰოლმა.

"მამაცი, როგორც ლომი. გააგრძელე მუშაობა", - გაამხნევა ბიჭი ნიკ პოუპმა.

გარდა ამისა, მხარდაჭერის მესიჯები ბიჭს გაუგზავნეს კრის კირკლენდმა, ვიტო მანონემ, ბრაიან განმა. ჰარისონის მამამ განაცხადა, რომ მას მთელი მსოფლიოდან წერდნენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მცველები თუ ლობიოები არიან, ამ მეკარემ რა დააშავა :) ან კი თავდამსხმელებმა ერთი მაინც ვერ გაიტანეს? :)
გიორგი
22 აგვისტო 2018 00:02
0
ბიჭი რათქმაუნდა უნდა ანუგეშონ მაგრამ რეალურად ინგლისელი ბრიტანელი მეკარისთვის რაღაც მოულოდნელი არაფერი უქნია ამ ბავშვს.
ზვიადი
21 აგვისტო 2018 20:07
0
ნუ, ბურთი თამაშში ხოშიანად შეყავს. დასაწყისისთვის ესეც საქმეა...
korben dallas
21 აგვისტო 2018 16:19
1
ნოიერადაა დაბადებული :დდდდ
dsds
21 აგვისტო 2018 15:49
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული