16:02 05-09-2018
ლუკ შოუ: სამი წლის წინ კინაღამ ფეხი დავკარგე და კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი
AutoSharing Option
23 წლის მცველმა მთელი სეზონი გამოტოვა საშინელი ტრავმის შემდეგ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე "პსვ ეინდჰოვენთან" მატჩისას მიიღო. მან მარჯვენა ფეხი ორ ადგილას მოიტეხა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს შვეიცარიასა და ესპანეთთან გასამართი მატჩებისათვის. მისი თქმით, იგი პრივირეგირებულად გრძნობს თავს ამ გუნდის წევრობის გამო.
"მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ კარიერის დასრულებაზე არ მიფიქრია. ფეხი ძალიან ცუდ მდგომარეობაში მქონდა, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. ეს არავინ იცის, თუმცა მე ძალიან ახლოს ვიყავი ფეხის დაკარგვასთან, თუმცა ეს მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ ექიმებისგან გავიგე. მაშინ ისინი ჩემ სხვა ქვეყანაში გადაფრენაზე ფიქრობდნენ, თუმცა ეს რომ გამეკეთებინა, დიდი ალბათობით, ფეხს დავკარგავდი სისხლის შედედების გამო. ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა ახლა ამაზე აღარ ვფიქრობ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ჩემი მარჯვენა ფეხი ზუსტად ისეთ მდგომარეობაშია, როგორც ტრავმამდე", - თქვა შოუმ.
ლუკ შოუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია. იგი 2014 წელს 27 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "საუთჰემპტონიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში კი პრემიერლიგაში ჩატარებულ ოთხივე მატჩში შეუცვლელად ითამაშა.
ინგლისის ნაკრები 8 სექტემბერს ერთა ლიგის ფარგლებში "უემბლიზე" ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო 11 სექტემბერს - შვეიცარიას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული