"ტოტენჰემის" მეკარე სამართალდამცველებმა 24 აგვისტოს ლონდონში მას შემდეგ გააჩერეს, რაც მან შუქნიშნის წითელ სიგნალზე გაიარა.
პროკურორის თქმით, როცა ლორისმა ავტომობილი გააჩერა, გული აერია, გადამოწმების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მას დასაშვებზე თითქმის სამჯერ მეტი ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.
ამ შემთხვევამდე 40 დღით ადრე უგო ლორისი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რუსეთში გამართულ მუნდიალზე იგი "მამლების" კაპიტანი იყო.
ინგლისის პოლიციამ უგო ლორისი ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო დააკავა