უგო ლორისს ავტომობილის მართვა 20 თვით აუკრძალეს

AutoSharing Option
"საფრანგეთის" ნაკრების კაპიტანი უგო ლორისი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო 50 000 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმეს და მართვის მოწმობა 20 თვით ჩამოართვეს.

"ტოტენჰემის" მეკარე სამართალდამცველებმა 24 აგვისტოს ლონდონში მას შემდეგ გააჩერეს, რაც მან შუქნიშნის წითელ სიგნალზე გაიარა.

პროკურორის თქმით, როცა ლორისმა ავტომობილი გააჩერა, გული აერია, გადამოწმების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მას დასაშვებზე თითქმის სამჯერ მეტი ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.

ამ შემთხვევამდე 40 დღით ადრე უგო ლორისი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რუსეთში გამართულ მუნდიალზე იგი "მამლების" კაპიტანი იყო.

altინგლისის პოლიციამ უგო

ლორისი ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო დააკავა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული