ზიდანი "მანჩესტერში" გრიზმანის ტრანსფერს განახორციელებს, პოგბა კი გუნდს აღარ დატოვებს

AutoSharing Option
ფრანგულ Le10sport-ს მიაჩნია, რომ "მანჩესტერის" მენეჯერს ჟოზე მოურინიოს უეჭველი მოხსნიან და მის ნაცვლად დროებით უმუშევარ ზინედინ ზიდანს დანიშნავენ, თუმცა პორტუგალიელი მშვიდადაა და ჟურნალისტებს იქით ეკითხება, იცით, რამდენი დაუჯდება "მანიუს" ჩემი გადაყენებაო?

აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, "იუნაიტედის" ჩაბარებისთანავე ზიდანი კლუბის ხელმძღვანელობას "ატლეტიკოს" თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის შეძენას მოსთხოვს.

Rai Sport-ი კი ირწმუნება, რომ ნახევარმცველი პოლ პოგბა "მანჩესტერის" დატოვებას გეგმავს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ გუნდს ზინედინი ჩაუდგება სათავეში.

altჟოზე მოურინიო: თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი დაუჯდება "მანჩესტერს" ჩემი გადაყენება?

altპოლ პოგბას უნდა "მანჩესტერი" ზინედინ

ზიდანმა გაწვრთნას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული