მაურისიო პოჩეტინო: შესაძლოა, მომავალ კვირას გამათავისუფლონ

AutoSharing Option

მაურისიო პოჩეტინოს თქმით, ის შესაძლოა, მომავალ კვირას გაათავისუფლონ, რადგან "ტოტენჰემის" ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან ცუდი შედეგების გამო.

მისმა გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო, რაც ყველაზე ცუდი შედეგია, იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც არგენტინელი "მამლების" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

"კლუბის" კრიტიკას არ ვაპირებ. ყველა გადაწყვეტილება ჩემი მიღებულია. შესაძლოა, კიდევ ხუთი წელი დავრჩე, შეიძლება მომავალ კვირაში აქ აღარ ვიყო. ჩვენ გვაკრიტიკებენ და ამ კრიტიკის შეწყვეტის ერთადერთი გზა თამაშების მოგებაა და თუ ვერ მოვიგებთ, უფრო მეტად გაგვაკრიტიკებენ. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ" - განაცხადა მაურისიო პოჩეტინომ.

"ტოტენჰემი" პრემიერლიგაში "უოტფორდთან" და "ლივერპულთან" დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი "ინტერთან" მატჩის ბოლო წუთებზე გაუშვა გამარჯვება ხელიდან. 

ინგლისის ჩემპიონატის შემდეგ ტურში არგენტინელი სპეციალისტის გუნდი "ბრაიტონს" დაუპირისპირდება.



altჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ბარსელონამ" მესის ჰეთ-თრიკით იმარჯვა, "ინტერმა" "ტოტენჰემს" 0:1-ს მერე მოუგო [VIDEO]

altმაურისიო პოჩეტინო: ალდერვეირელდი და ტრიპიერი "ინტერთან" ტექნიკური მიზეზების გამო არ ითამაშებენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული