მაურისიო პოჩეტინოს თქმით, ის შესაძლოა, მომავალ კვირას გაათავისუფლონ, რადგან "ტოტენჰემის" ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან ცუდი შედეგების გამო.
მისმა გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო, რაც ყველაზე ცუდი შედეგია, იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც არგენტინელი "მამლების" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
"კლუბის" კრიტიკას არ ვაპირებ. ყველა გადაწყვეტილება ჩემი მიღებულია. შესაძლოა, კიდევ ხუთი წელი დავრჩე, შეიძლება მომავალ კვირაში აქ აღარ ვიყო. ჩვენ გვაკრიტიკებენ და ამ კრიტიკის შეწყვეტის ერთადერთი გზა თამაშების მოგებაა და თუ ვერ მოვიგებთ, უფრო მეტად გაგვაკრიტიკებენ. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ" - განაცხადა მაურისიო პოჩეტინომ.
ინგლისის ჩემპიონატის შემდეგ ტურში არგენტინელი სპეციალისტის გუნდი "ბრაიტონს" დაუპირისპირდება.
მაურისიო პოჩეტინო: ალდერვეირელდი და ტრიპიერი "ინტერთან" ტექნიკური მიზეზების გამო არ ითამაშებენ