"ლივერპული" "ჩელსისთან" დამარცხდა და შაბათს რევანშის აღებას შეეცდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ლიგის თასზე "ლივერპული" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "ჩელსისთან".

მატჩის დასაწყისი მასპინძელთათვის დრამატულ დასასრულს სულაც არ მოასწავებდა - ისინი ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრები კი იშვიათი და უხიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ.

ანგარიში სტარიჯმა 58-ე წუთზე გახსნა, რის შემდეგაც "არისტოკრატები" გამოფხიზლდნენ და შტურმი წამოიწყეს. კლოპის შეგირდებმა კი ინიციატივა დათმეს, 2 გოლი გაუშვეს და დამარცხდნენ.

ეს მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" პირველი წაგებაა.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს პრემიერლიგაზე 29 სექტემბერს ლონდონში შეხვდებიან.

ლივერპული. "ენფილდი". 45 503 მაყურებელი
ლივერპული - ჩელსი 1:2
გოლები: 1:0
სტარიჯი (58), 1:1 ემერსონი (79), 1:2 აზარი (85)

ლივერპული: მინოლე, კლაინი, ლოვრენი, მატიპი, მორენო, მილნერი (ჰენდერსონი 60), ფაბინიო (სალაჰი 87), კეიტა, შაქირი, სტარიჯი, მანე (ფირმინო 71)

ჩელსი: კაბალიერო, ასპილიკუეტა, კრისტენსენი (დავიდ ლუისი 73), კეჰილი, ემერსონი, ფაბრეგასი, კოვაჩიჩი (კანტე 64) , ბარკლი, ვილიანი (აზარი 56), მორატა, მოზესი

alt"ლივერპული" აღარ ხუმრობს - პრემიერლიგის სტარტზე მეექვსე მატჩიც მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული