პრემიერლიგის მე-10 ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე 4:1 სძლია "კარდიფს".
ამ გუნდთან "წითლებს" ბოლო 49 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 ჰქონდათ წაგებული და ამჯერადაც დაჯაბნეს.
იურგენ კლოპის გუნდს "ენფილდზე" უკანასკნელი 918 წუთის მანძილზე არ ჰქონდა გაშვებული.
"ლივერპული" 26 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა და "მანჩესტერ სიტის" 3 ქულით უსწრებს, რომელიც 30 სექტემბერს ლონდონში "ტოტენჰემს" ხვდება.
ლივერპული. "ენფილდი". 53 373 მაყურებელი
ლივერპული - კარდიფი 4:1
გოლები: 1:0 სალაჰი (10), 2:0 მანე (66), 2:1 პატერსონი (77), 3:1 შაჩირი (84), 4:1 მანე (87)