"DC იუნაიტედის" ფეხბურთელის თქმით, ის ძალიან გახარებულია, რომ უემბლიზე ინგლისის ნაკრების მაისურით კიდევ ერთხელ ითამაშებს.
"დიდი აღტაცებით ველოდები ინგლისის ნაკრებთან ერთად უემბლიზე კიდევ ერთხელ თამაშს. მინდა გარეთ საუტგეითსა და ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადავუხადო ჩემი მოწვევისთვის, დახმარებისთვის და მხარდამჭერისთვის. ინგლისისთვის თამაში ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. ამიტომ ჩემი 120-ე და უკანასკნელი მატჩი განსაკუთრებული მომენტი იქნება. სიმბოლურია, რომ აშშ-ს შევხვდებით და იმედი მაქვს, ორივე გუნდის გულშემატკივარი ისიამოვნებს", -
33 წლის უეინ რუნი ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 53 გოლით. მან უკანასკნელად 2016 წელს შოტლანდიასთან მატჩში ითამაშა.
უეინ რუნი შესაძლოა MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს