რატომ არ ჩაიცვა ნემანია მატიჩმა ყაყაჩოსსიმბოლიკიანი მაისური?

AutoSharing Option
ნემანია მატიჩმა ყაყაჩოს სიმბოლიკის გაკეთებაზე უარი თქვა და "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბორნმუთის" მატჩისას ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც მოედანზე მის გარეშე იყო.

საქმე ისაა, რომ ყაყაჩო პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაღუპული ჯარისკაცების სამახსოვრო სიმბოლოა, მატჩის შემდეგ კი სერბმა ფეხბურთელმა ახსნა თავისი საქციელი და თქვა, რომ ეს სიმბოლიკა ბავშვობის იმ მონაკვეთს ახსენებს, როცა ყოფილი იუგოსლავია ნატოს ავიაციამ დაბომბა. ნემანია მაშინ 11 წლის იყო.

"არ მგონია, რომ ჩემთვის ყაყაჩოს ტარება სწორი იყოს. სრულიად ვაცნობიერებ, რატომ ატარებენ ამ სიმბოლიკას. ყველას უფლებას პატივს ვცემ
და ასევე მწუხარებას გამოვთქვამ ყველას მიმართ, ვინც დაიღუპა, თუმცა ეს ჩემთვის მხოლოდ იმ თავდასხმის სიმბოლოა, რომელიც 12 წლის ბიჭმა განვიცადე, როცა ჩემი ქვეყანა დაბომბეს" - განაცხადა ნემანია მატიჩმა.

ნატომ ყოფილი იუგოსლავიის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები მრავალჯერადი მუქარის შემდეგ, 1999 წელს გამოიყენა. მაშინ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი სერბეთს კოსოვოსთან მშვიდობის დამყარებას სთხოვდა.


მომზადებულია CNN.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
სწორი საქციელია მისი მხრიდან აბსოლიტურად სწორი. ეხლა კიდე ერთი რომ არ დავამატო არ შემიძლია მითუმეტეს იმისა დაბლოკავთ. უკვე თქვენ იქეცით პოლიტიკურ ბინძურ საიტათ სრული სიბინძურით . ნაციონალების რუპორად, როგორც ბინძურათ დაკვეთილი სტატიებით (მაგ კალათბურთის დარბაზზე), მეგონა ნიკანორ მელია, ბაჩო და დათა ახალაიები საუბრობდნენ, აქ ხალხი შემოდის სპორტისთვის და არა ნაც ქოცობისთვის და არა სადისტების მხარდასაჭერად. ასე რომ ცოტას გიყურებთ და მასობრივათ დავიწყებ თქვენს გამომჟღავნებას.
ალექსანდრე
18:02 29-12-2019
0
ყველასთვის ცნობილია, რომ რომის პაპმა იოანე 2-ემ ამერიკელებს სთხოვა, აღდგომა დღეს არ დაებომბათ ბელგრადი. კეთილმა და სათნო ამერიკელებმა ისე შეისმინეს პაპის თხოვნა, რომ აღდგომა დღეს ბელგრადში ჩამოყრილ ასობით ბომბს ეწერა "ბედნიერ აღდგომას გისურვებთო".
აი ვინაა ნამდვილი მამულიშვილი!

P.S: მე ვიცოდი, რომ ჩემს წინა კომენტარს არ გამოაქვეყნებდით და ახლაც ვიცი, რომ არ გამოაქვეყნებთ. თქვენ გგონიათ ძალიან ჭკვიანები ხართ, ყველას ატყუებთ და აბაიბურებთ. ათას სიფლიდეს ჩადიხართ და გგონიათ ამას ვერავინ ხედავს. მაგრამ ცდებით. ყველა ხვდება ვინცა ბრძანდებით და ყველასთვის ცხადია, რომ ხართ სიცრუისა და გარყვნილობის გამავრცელებლები. ცდილობთ დამალოთ სიმართლე და გზა გაუხსნათ სიყალბეს. ეს კი ცილისმწამებლობაა. იმ სიცრუისა და ცილისმწამებლობისთვის კარკად გიხდიან სოროს-ბიძიკოები. და ეგ არის თქვენი ფასი, მეტი არ ღირხართ. როდემდე უნდა იმალოთ. ღმერთი მაღალია და ის ყველაფერს ხედავს, მას ვერ დაემალებით!
ცრუნო გეშინოდეთ ჭეშმარიტების!

shoda
11:25 07-11-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული