იბრაჰიმოვიჩის შემდეგ "მილანი" კიდევ ორ ფეხბურთელს დაიმატებს

AutoSharing Option
"მილანი" იანვარში სერიოზულად გაძლიერდება.

"როსონერიმ" უკვე დაიბრუნა ვეტერანი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კიდევ ორ ტრანსფერზე მუშაობს.

Calciomercato ირწმუნება, რომ იანვარში მილანური კლუბი "ბარსელონას" მცველ ჟან-კლერ ტოდიბოს და "მანჩესტერის" ნახევარმცველ ნემანია მატიჩის შეძენას შეეცდება და ამ ტრანსფერების განხორციელებაში დარწმუნებულნი არიან.

ტოდიბომ მიმდინარე სეზონში 3 მატჩი ჩაატარა, ურიგოდ არ გარჯილა და მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევროა. ასევე იშვიათად უწევს თამაში მატიჩსაც - პრემიერლიგის მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული