ფილიპე კოუტინიო 2-3 კვირა იუქმებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" საიტის ცნობით, ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს ტრავმის გამო 2-3 კვირა გაუცდება.

მან ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" მატჩში მიიღო მარცხენა ბარძაყის ტრავმა და ვარაუდობდნენ, რომ მხოლოდ ერთი თამაშის გამოტოვება მოუწევდა.

ჩატარებული მედშემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მას ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული და ვერც ბრაზილიის ნაკრებს ვერ დაეხმარება და "ბეტისთან", "ატლეტიკოსთან" და პსვ-სთან შეხვედრებსაც გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში კოუტინიომ ყველა ტურნირზე "ბარსაში" 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული