ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ შეიძლება "ლივერპულის" თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი დასაჯოს.
ისინი ეჭვობენ, რომ სტარიჯი საფეხბურთო მატჩებზე ფსონებს ჩადიოდა, რაც რეგლამენტით აკრძალულია.
გავრცელებული ინფორმაციით, მან ამა წლის იანვარში 2 ფსონი დადო და თუ ეს დაუმტკიცდა, წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.
ადრე ინგლისელი ნახევარმცველი ჯოუი ბარტონი ფსონების დადებისთვის დასაჯეს.