"ლივერპულის" მენეჯერს იურგენ კლოპს აცნობეს, რომ თუ მისი გუნდი პრემიერლიგის მე-13 ტურში "უოტფორდთან" კარს მშრალად შეინახავს, ინგლისის ჩემპიონატის სტარტზე გაშვებული გოლების მაჩვენებლით რეკორდს დაამყარებს.
ამასთან დაკავშირებით მან კომენტარი გააკეთა.
"ასეთი სტატისტიკის შესახებ არაფერი არ ვიცოდი. რეკორდის დასამყარებლად, 11 მცველს ვათამაშებ", - იხუმრა გერმანელმა Liverpool Echo-სთან.
"წითლებს" 12 ტურში 5 გოლი აქვთ გაშვებული.