პრემიერლიგა. XIV ტური: "მანჩესტერ სიტიმ" "ბორნმუთს" 3:1 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-14 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ბორნმუთს" 3:1 სძლია.

"ქალაქელებმა" ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგეს, 38 ქულა დააგროვეს და მეორეადგილოსან "ლივერპულს" 5 ქულით გაასწრეს, რომელიც 2 დეკემბერს "ევერტონს" უმასპინძლებს.

"მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ მწვრთნელის რანგში მე-400 გამარჯვება მოიპოვა.

ამ მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო "სიტის" თავდამსხმელმა აგუერომ.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 54 409 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ბორნმუთი 3:1
გოლები: 1:0 ბერნარდო სილვა (19), 1:1 ვილსონი (44), 2:1 სტერლინგი (57), 3:1 გიუნდოგანი (79)

"მანჩესტერ სიტი: ედერსონი, ოტამენდი, დანილო, ლაპორტე, ფერნანდინიო, გიუნდოგანი, ზინჩენკო
(დელფი 54), ბერნანდო სილვა (მარეზი 87), სტერლინგი, სანე, გაბრიელ ჟეზუსი (დავიდ სილვა 77)

ბორნმუთი: ბეგოვიჩი, ფრენსისი, დანიელსი, ს. კუკი, აკე, მინგსი, სურმანი, ფრეიზერი (ბროოკსი 72), ლ. კუკი, ვილსონი (მუსე 85), კინგი (სტანისლასი 85)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული