დენი უელბეკი "არსენალს" ზაფხულში უფასოდ დატოვებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი დენი უელბეკი, დიდი ალბათობით, ლონდონურ კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბი არ აპირებს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელსაც ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება. გამომდინარე აქედან, ფორვარდი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და სხვა კლუბში უფასოდ გადავა.

შეგახსენებთ, რომ უელბეკმა რამდენიმე კვირის წინ ტრავმა მიიღო და ორი ოპერაცია გაიკეთა.

28 წლის უელბეკი "არსენალში" 2014 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 20 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგაში 8 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და
ასევე ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

altდანი უელბეკმა კოჭი მოიტეხა და მოედნიდან საკაცითა და ჟანგბადის ავზით გაიყვანეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული