გენდუზი: ფელაინის ჩემი თმების შურს და ამიტომ მომქაჩა

AutoSharing Option
პრემიერლიგის გასულ ტურში "მანჩესტერის" ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ "არსენალის" ჰავბეკის მატეო გენდუზის შესაჩერებლად სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, თმაში მოქაჩა. ამაზე კომენტარი "დაზარალებულმა" გააკეთა.

"ვფიქრობ, შურს, რომ გრძელი თმა მაქვს. ალბათ, არ მოსწონს თავისი ვარცხნილობა".

"მეთოფეთა" მწვრთნელმა უნაი ემერიმ კი ხუმრობით თქვა, რომ იმისათვის, რათა მომავალში გენდუზის მსგავსი პრობლემა არ შეექმნას, თმა უნდა გაკრიჭოს.

აღსანიშნავია, რომ წესების დარღვევისთვის მსაჯმა ფელაინი არ დასაჯა და მხოლოდ ჯარიმა დანიშნა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული