პრემიერლიგის მე-16 ტურში "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე "ფულჰემს" ადვილად სძლია 4:1.
"მანიუს" ჩემპიონატზე ბოლო 3 მატჩიდან 3 ჰქონდა წაგებული, 1 ფრედ დასრულებული და როგორც იქნა, გაიმარჯვა.
ლუკაკუმ "ოლდ ტრაფორდზე მარტის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი - მშრალმა სერიამ 997 წუთი შეადგინა.
მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 74 523 მაყურებელი
მანჩესტერი - ფულჰემი 4:1
გოლები: 1:0 იანგი (13), 2:0 მატა (28), 3:0 ლუკაკუ (42), 3:1 კამარა (67), 4:1 რეშფორდი (82)
გაძევება: ზამბო (62, ფულჰემი)