ეს პირველ ტაიმშიც ჩანდა - ლონდონელებმა საშინლად ითამაშეს, უამრავი მომენტი შეაქმნევინეს მეტოქეს და სასწაულით შეინარჩუნეს საკუთარი კარი "მშრალად". უფრო მეტიც: ბურთის 38 პროცენტის ფლობისა და ერთადერთი ზუსტი დარტყმის მიუხედავად, ტაიმის მოგება შეძლეს - ედენ აზარის ერთადერთმა აჩქარებამ ნ'გოლო კანტეს გოლი მოიტანა.
მეორე ტაიმში "ჩელსიმ" მოუმატა, ერთი-ორჯერ სახიფათოდ დაარტყა და
* * *
"ლივერპულმა" გაანადგურა "ბორნმუთი" - 4:0. ჰეთ-თრიკი შეასრულა მოჰამედ სალაჰმა, რასაც მეტოქის ავტოგოლიც დაემატა. სალაჰმა კლუბის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაიტანა 40 გოლი პრემიერლიგაში. მას ამისთვის 52 მატჩი დასჭირდა (ფერნანდო ტორესს - 60 მატჩი, ლუის სუარესს - 78). თამაშის შემდეგ დიდსულოვანმა ეგვიპტელმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მისცა ჯეიმს მილნერს, რომელმაც პრემიერლიგაში მე-500 მატჩი ჩაატარა. "წითლები" სათავეში ჩაუდგნენ გათამაშების ცხრილს და ახლა ერთი ქულით უსწრებენ "სიტის".
* * *
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონში პირველად გაიტანა ოთხი გოლი - დაზარალდა "ფულჰემი". ლონდონური კლუბი უკვე პირველ ტაიმში 0:3-ს აგებდა, მეორეში "გაცოცხლდა", პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ერთ წუთში სულელური გაძევება მიიღო. ბოლო 10 წუთში რეშფორდმა, რომელმაც ორი საგოლე პასი შეასრულა, ულამაზესი გოლით დაასრულა მატჩი. კლაუდიო რანიერის "ფულჰემმა" მე-40 გოლი გაუშვა ჩემპიონატში და განწირული ჩანს. რანიერის მორიგი საოცრებისთვის ნახევარი წელი აქვს.
* * *
"არსენალი" 83-ე წუთამდე წვალობდა "ჰადერსფილდთან", სანამ ტორეირამ ვარდნაში არ გაიტანა. ლონდონელები 2007 წლის შემდეგ პირველად, 21 მატჩია არ აგებენ.ჰეონ-მინ სონმა თავად გაიტანა, ალისაც გაატანინა და "ტოტენჰემმა" 2:0 მოუგო "ლესტერს". "ტოტენჰემს" საკლუბო ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს.
ფაქტები
- ხუან მატამ პრემიერლიგაში 50-ე გოლი გაიტანა. ის მეხუთე ესპანელია ფერნანდო ტორესის, დავიდ სილვას, დიეგო კოშტასა და სესკ ფაბრეგასის შემდეგ, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.
- ლუკაკუმ შეწყვიტა ოფიციალურ მატჩებში 997-წუთიანი უგოლო სერია.
- "არსენალს" ყველა ტურნირზე 21-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლოს ასეთი სერია გუნდს 2007 წელს ჰქონდა - მაშინ გუნდი 28 მატჩი არ მარცხდებოდა.
- ედენ აზარი რვა შედეგიანი პასით ლიგის ლიდერია.
- დელე ალიმ 50-ე გოლი გაიტანა "ტოტენჰემის" შემადგენლობაში.
- პეპ გვარდიოლამ მესამედ წააგო პრემიერლიგაში "ჩელსისთან". ესპანელი მწვრთნელი ინგლისში ყველაზე ხშირად "არისტოკრატებთან" აგებს.
- "არსენალისა" და "ჰადერსფილდის" მატჩში მხოლოდ ორი ზუსტი დარტყმა იყო.
- სესარ ასპილიკუეტამ "ჩელსის" შემადგენლობაში 300 მატჩი ჩაატარა.
- "ვესტ ჰემის" ფორვარდ ხავიერ ერნანდესს ინგლისის ჩემპიონატში 49 გოლი აქვს გატანილი და ყველა - მეტოქის საჯარიმოდან დარტყმით.
პრემიერლიგა. XVI ტური
ბორნმუთი-ლივერპული 0:4
გოლები: 0:1 სალაჰი (25), 0:2 სალაჰი (48), 0:3 კუკი (68-საკ. კარში), 0:4 სალაჰი (77)
ლივერპული (4-3-3): ალისონი - მილნერი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - კეიტა (65. ლალანა), ფაბინიო, ვეინალდუმი - შაჩირი (65. მანე), ფირმინო (81. ჰენდერსონი), სალაჰი.
არსენალი-ჰადერსფილდი 1:0
გოლი: 1:0 ტორეირა (83)
არსენალი (3-4-1-2): ლენო - ლიხტშტაინერი (46. მხითარიანი), მუსტაფი (66. ნაჩო მონრეალი), პაპასტატოპულოსი - ბელერინი, ტორეირა, ჯაკა, კოლაშინაცი - გენდუზი - ლაკაზეტი (46. ივობი), ობამეიანგი.
ბარნლი-ბრაიტონი 1:0
გოლი: 1:0 ტარკოვსკი (40)
მანჩესტერ იუნ-ფულჰემი 4:1
გოლები: 1:0 იანგი (13), 2:0 მატა (28), 3:0 ლუკაკუ (42), 3:1 კამარა (67-პენ), 4:1 რაშფორდი (82)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დალოტი, ჯოუნსი, სმოლინგი (58. როხო), იანგი - მატიჩი, ერერა - რაშფორდი (84. მაკტომინი), მატა, ლინგარდი (73. ფრედი) - ლუკაკუ.
კარდიფი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 პეტერსონი (74)
ვესტ ჰემი-კრ. პალასი 3:2
გოლები: 0:1 მაკარტური (6), 1:1 სნოდგრასი (48), 2:1 ხავიერ ერნანდესი (62), 3:1 ფელიპე ანდერსონი (65), 3:2 შლუპი (76)
ჩელსი-მანჩესტერ სიტი 2:0
გოლები: 1:0 კანტე (45), 2:0 დავიდ ლუიზი (78)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (65. ბარკლი) - პედრო, ვილიანი (75. ლოფტუს-ჩიკი), აზარი (90. ჟირუ).
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ლაპორტი, დელფი - ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო, დავიდ სილვა (68. გიუნდოგანი) - მაჰრეზი (84. ფოდენი), სანე (53. გაბრიელ ჟეზუში), სტერლინგი.
ლესტერი-ტოტენჰემი 0:2
გოლები: 0:1 სონი (45+1), 0:2 ალი (58)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე (78. უოლკერ-პიტერსი), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი, უინქსი - სისოკო, ალი, სონი (74. კეინი) - ლუკას მოურა (67. ერიკსენი).
ნიუკასლი-ვულვზი 1:2
გოლები: 0:1 ჟოტა (17), 1:1 პერესი (23), 1:2 დოჰერტი (90+4)
გაძევება: იედლინი (57. ნიუკასლი)
ორშაბათი, 10 დეკემბერი
ევერტონი-უოტფორდი 23:59
ბომბარდირები: 10 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 9 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), გლენ მარეი (ბრაიტონი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).
მომდევნო ტური
15 დეკემბერი: მანჩესტერ სიტი-ევერტონი, კრისტალ პალასი-ლესტერი, ჰადერსფილდი-ნიუკასლი, ტოტენჰემი-ბარნლი, უოტფორდი-კარდიფი, ვულვზი-ბორნმუთი, ფულჰემი-ვესტ ჰემი
16 დეკემბერი: ბრაიტონი-ჩელსი, საუთჰემპტონი-არსენალი, ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი
გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"