რაფაელ ბენიტესი პრემიერლიგის ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელია

AutoSharing Option
"ნიუკასლის" დამრიგებელი რაფაელ ბენიტესი პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

მისმა გუნდმა გასულ თვეში "უოტფორდი" (1:0), "ბორნმუთი" (2:1) და "ბარნლი" (2:1) დაამარცხა და გასავარდნი ზონიდან თავი დააღწია.

ესპანელმა სპეციალისტმა კარიერაში მეშვიდედ მოიგო აღნიშნული პრიზი და ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ 5 მწვრთნელი უსწრებს. ესენი არიან: სერ ალექს ფერგიუსონი (27), არსენ ვენგერი (15), დავიდ მოიესი (10), მარტინ ონილი და ჰარი რედნაფი (8-8).

"ნიუკასლი" პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 16 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს.

altრაფაელ ბენიტესი "ნიუკასლისგან" გარანტიებს ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული