"მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის ბოლომდე მაიკლ კერიკი ჩაიბარებს

AutoSharing Option
დღეს, 18 დეკემბერს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჟოზე მოურინიო დაითხოვეს, როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებიან მის მოვალეობას დროებით მისი ასისტენტი მაიკლ კერიკი შეასრულებს.

ინგლისელმა ფეხბურთელმა კარიერა გასული სეზონის შემდეგ დაასრულა და მას შემდეგ პორტუგალიელი სპეციალისტის თანაშემწის როლს ასრულებდა.

სწორედ ის უხელმძღვანელებს კლუბს "კარდიფთან" მატჩში.

მაიკლ კერიკმა "იუნაიტედში" გატარებულ 12 წელიწადში 464 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 23-ჯერ აიღო.

altოფიციალურად: "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა

alt"მანჩესტერ იუნაიტედს" ჟოზე მოურინიოს დათხოვნა 26 მილიონი ევრო დაუჯდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული