ჟოზე მოურინიოს პირველი კომენტარი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გათავისუფლების შემდეგ

AutoSharing Option
18 დეკემბერს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა.

ამით ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა და კლუბის კრიტიკა არ ისურვა.

"არ ვიცვლები, ამიტომ ახლა ისე მოვიქცევი, როგორც "ჩელსიდან" წასვლის შემდეგ. არ ვიტყვი არაფერს, რაც კლუბში მოხდა, მაგრამ კარგი მოგონებები დამრჩა.

ამ ყველაფერზე ლაპარაკი შეგვიძლია, მაგრამ ასეთი არ ვარ. "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს მომავალი ჩემს გარეშე, მე კი მაქვს მომავალი "მანჩესტერ იუნატედის" გარეშე. რატომ უნდა გაგიზიაროთ ჩემი გრძნობები? ყველაფერი დასრულდა.
და იმაზე საუბარი ვინ არის დამნაშავე, არ ვაპირებ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" წარსულში დარჩა და ჯერჯეობით ისე მინდა ცხოვრება, როგორც ახლა ვცხოვრობ", - ციტირებს მოურინიოს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოსთან კონტრაქტის გაწყვეტის გამო "მანჩესტერ იუნატედს" კომპენსაციის სახით 26 მლნ ევროს გადახდა მოუწევს.

alt"მანჩესტერ იუნაიტედს" ჟოზე მოურინიოს დათხოვნა 26 მილიონი ევრო დაუჯდება

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე მარტო ამ კომპესანციებით კი ააგროვა კაცმა 50 მილიონამდე :)
ჩელსიდან გაშვებისთვისაც მახსოვს 20 მილიონი გადაუხადეს,ცოტაც მგონი რეალიდან და ახლა ხო საერთოდ :)
maxo
20:43 20-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული