სოლსკიაერი: ფეხბურთელებმა თამაშისგან ისევ სიამოვნება უნდა მიიღონ

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ახალმა მენეჯერმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა გუნდში დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი.

"ბოლო დღეები ძალიან დატვირთული მქონდა. თავს შესანიშნავად ვგრძნობ, თითქოს სახლში დავბრუნდი. მიხარია ისევ ყველას ნახვა.

აქ ექვსი თვით მოვედი და ამ თავგასავლისგან სიამოვნების მიღებას ვაპირებ. გუნდი ახალ მწვრთნელს ეძებს, იქამდე კი მე და ჩემი ასისტენტები ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ფეხბურთელებმა თამაშისგან ისევ სიამოვნება მიიღონ.

შემადგენლობის როტაციას მივმართავთ, შანსი ყველას მიეცემა. ყველასთვის ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება. თითქმის ყველა ფეხბურთელს ველაპარაკე. ასე მგონია, კარგი ბიჭები არიან, პროფესიონალები, რომელთაც სწავლა და წარმატებების მიღწევა უნდათ. მათ
უკეთ გასაცნობად დრო მჭირდება.

მწვრთნელის რანგში უკვე 300-400 მატჩი ჩავატარე, ასე რომ, თვითდაჯერებული ვარ და მდიდარი გამოცდილება მაქვს. მოვიგე ჩემპიონატი, მოვიგე თასი, გავარდი დაბალ ლიგაში.

ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები მუშაობას".

ცნობილი გახდა, რომ "მანიუმ" "მოლდეს" სოლსკიაერში 1.8 მილიონი ფუნტი გადაუხადა და შეიძლება კიდევ 7.2 მილიონი გადაუხადოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული