"ტელეგრაფი" იუწყება, რომ გადაყენებული ჟოზე მოურინიოს ნაცვლად "მანჩესტერის" მენეჯერად 20 დეკემბერს "მოლდეს" ამჟამინდელ მწვრთნელს ოლე-გუნარ სოლსკიაერს დანიშნავენ.
სოლსკიაერი "მანჩესტერში" 1996-2007 წლებში თამაშობდა და ბრიტანეთში მუშაობის გამოცდილებაც აქვს - 2014 წელს "კარდიფს" ედგა სათავეში.
მისი თანაშემწე კი მაიკ ფელანი იქნება, რომელიც 14 წელი ალექს ფერგიუსონის ასისტენტი იყო.
ოფიციალურად: "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა