პოლ პოგბა: ჟოზე მოურინიომ ჩემი პიროვნების განვითარებას შეუწყო ხელი

AutoSharing Option
"კარდიფთან" გამარჯვების (5:1) შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ჟოზე მოურინიოს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, პორტუგალიელი მისი პიროვნების განვითარებაში დაეხმარა.

"ჟოზესთან ერთად ტიტულები მოვიგეთ, ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო. მან ჩემი, როგორც პიროვნების, განვითარებას შეუწყო ხელი, მაგრამ ესე უკვე წარსულია და მინდა ამისთვისაც მადლობა ვუთხრა, დარწმუნებული ვარ, სხვა ფეხბურთელებიც ასე ფიქრობენ, ჩვენ უკვე შემდეგი მატჩისთვის ვემზადებით" - განაცხადა პოლ პოგბამ.

ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედიდან" რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს, ფრანგ ფეხბურთელს ყოფილ მწვრთნელთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა.

altპრემიერლიგა. XVIII ტური: სოლსკიაერის დიდებული დებიუტი

"მანჩესტერის" მწვრთნელის რანგში [VIDEO]

altპოლ პოგბამ ჟოზე მოურინიო ჯერ "დატროლა" და შემდეგ ფოტო წაშალა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ირონია
ლადო თ
20:01 23-12-2018
1

სიახლეები პოპულარული