"ლივერპული" პრემიერლიგის ლიდერია და რა გასაკვირია, რომ მისი მენეჯერი იურგენ კლოპი ჩინებულ ხასიათზეა.
"ნიუკასლთან" მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე მან თავისი კლუბის პრეს-ატაშეს მეტიუ ბაკსტერს დაბადების დღე სიმღერით მიულოცა: "Happy Birthday to you".
"რამდენი წლის გახდა? 39-ის? მომავალ წელს უფრო დიდი ბიჭი იქნება", - გაიხუმრა კლოპმა.