"ლივერპულმა" ისევ მოიგო და კლოპი ანგლობის ხასიათზეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 დეკემბერს, პრემიერლიგის მე- 19 ტურში გათამაშების ლიდერმა "ლივერპულმა" "ნიუკასლი" 4:0 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ "კაჭკაჭების" მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა შეხვედრის წინ თქვა, ვიცი როგორ უნდა ვეთამაშოთ "წითლებსო", მასპინძლებმა უპრობლემოდ მოიპოვეს მორიგი გამარჯვება.

სხვათა შორის, თამაშის დაწყების წინ "ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი ჩინებულ ხასიათზე იყო და ხუმრობდა - ჟურნალისტებს უთხრა, რაღას მიდიხართ სახლში, 29-ში "არსენალს" ვმასპინძლობთ და ბარემ აქ დარჩითო.

"ლივერპულმა" 51 ქულა მოაგროვა და "მანჩესტერ სიტის", რომელიც სტუმრად "ლესტერთან" 1:2 დამარცხდა, 7 ქულით გაექცა. "ტოტენჰემმა" "ბორნმუთი" 5:0 გაანადგურა და 45
ქულით მეორე ადგილზეა.

ლივერპული. "ენფილდი". 53 313 მაყურებელი
ლივერპული - ნიუკასლი
გოლები: 1:0 ლოვრენი (11), 2:0 სალაჰი (47, პენ), შაქირი (79), 4:0 ფაბინიო (85)

მკითხველის კომენტარები / 1 /
პრემიერლიგა უნდა მოიგონ საოცრად მოთამაშე წითლებმა და ასევე საოცარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა !
)))))
22:14 26-12-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული