მოურინიოს წასვლა "მანჩესტერს" წაადგა - სოლსკიაერის ხელმძღვანელობით მეორე გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
დღეს, 26 დეკემბერს, პრემიერლიგის მე- 19 ტურში "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა აუტსაიდერი "ჰადერსფილდი".

ჟოზე მოურინიოს გადაყენების შემდგ ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით "მანიუმ" მეორე გამარჯვება მოიპოვა.

დუბლი პოგბამ შეასრულა. მან მოურინიოს გუნდიდან წასვლის შემდეგ 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. წინა 12 შეხვედრაში მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა იყო.

"იუნაიტედმა" 32 ქულა დააგროვა და ისევ მეექვსე ადგილზეა.


მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 74 523 მაყურებელი
მანჩესტერი - ჰადერსფილდი 3:1
გოლები: 1:0 მატიჩი (25), 2:0
პოგბა (64), 3:0 პოგბა (78), 3:1 იორგენსენი (88)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული