დღეს, 26 დეკემბერს, პრემიერლიგის მე- 19 ტურში "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა აუტსაიდერი "ჰადერსფილდი".
ჟოზე მოურინიოს გადაყენების შემდგ ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით "მანიუმ" მეორე გამარჯვება მოიპოვა.
დუბლი პოგბამ შეასრულა. მან მოურინიოს გუნდიდან წასვლის შემდეგ 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. წინა 12 შეხვედრაში მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა იყო.
"იუნაიტედმა" 32 ქულა დააგროვა და ისევ მეექვსე ადგილზეა.
მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 74 523 მაყურებელი
მანჩესტერი - ჰადერსფილდი 3:1
გოლები: 1:0 მატიჩი (25), 2:0
პოგბა (64), 3:0 პოგბა (78), 3:1 იორგენსენი (88)