"ქალაქელებმა" თამაში კაცნაკლულებმა დაასრულეს. მანამდე კი ანგარიში სერხიო აგუეროს პასის შემდეგ ბერნარდო სილვამ გახსნა. ოლბრაიტონმა მალევე გაათანაბრა, რიკარდო პერეირამ კი გამარჯვება მოუტანა "მელიებს".
"რა უნდა ვთქვა, ამ მომენტისთვის "ლივერპული" და "ტოტენჰემი" ჩვენზე ძლიერები არიან", - აღიარა ნამატჩევს გვარდიოლამ.
"ლივერპულმა" "ენფილდზე" დაბრუნებული რაფა ბენიტესი არ დაინდო. ყოფილი მწვრთნელის გუნდს მასპინძლებმა 4 უპასუხო
ოლე გუნარ სულშერმა მეორედ დამოძღვრა "მანჩესტერ იუნაიტედი" და მეორედ მოიგო. ანგარიში გახსნა ნემანია მატიჩმა, მერე კი ორი გოლი მიითვალა პოლ პოგბამ, ვისაც აშკარად მოუხდა ჟოზე მოურინიოს წასვლა.
"ტოტენჰემმა", რომელიც შესანიშნავ ფორმაშია (ზედიზედ 6 მოგება), 5 უპასუხო გოლი შეუგდო "ბორნმუთს". მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ულამაზესი და შედეგიანი ფეხბურთი გვიჩვენა.
"არსენალი" პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლით კი დაწინაურდა "ბრაიტონთან" საგარეო შეხვედრაში, მაგრამ მასპინძლებმა პირველივე ტაიმში აღადგინეს წონასწორობა. მეორე ნახევარში "მეთოფეებმა" ვერ მოუმატეს და მხოლოდ ქულას გამორჩნენ.
წინა ტურში "დაჭრილმა" "ჩელსიმ" გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოუგო "კერკეტ" "უოტფორდს" და ოთხეულში დარჩა. თამაში სანახაობრივი ვერ გამოდგა, თუმცა ერთი კაცი მაინც აკეთებდა იმას, რაც სურდა. რა თქმა უნდა, ედენი აზარი თავისი დუბლით!
ფაქტები
"სიტიმ" ბოლო 4 პრემიერლიგური მატჩიდან 3 წააგო.
"ლესტერმა" ზედიზედ 2 მატჩი მოუგო "დიდი ექვსეულის" გუნდებს: ჯერ "ჩელსის" სტუმრად, ხოლო ახლა "სიტის" - საკუთარ მოედანზე.
"ლივერპულმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოუგო "ნიუკასლს" ისე, რომ გოლი არ გაუშვია.
მანჩესტერ იუნაიტედმა ბოლო 2 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა.
ტოტენჰემმა ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო პრემიერლიგაში.
პრემიერლიგა. XIX ტური
ფულჰემი-ვულვზი 1:1
გოლები: 1:0 სესენიონი (74), 1:1 საისი (85)
ბარნლი-ევერტონი 1:5
გოლები: 0:1 მინა (2), 0:2 დინიე (13), 0:3 სიგურდსონი (22-პენ), 1:3 გიბსონი (37), 1:4 დინიე (71), 1:5 რიჩარლისონი (90+3)
ლესტერი-მანჩესტერ სიტი 2:1
გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (14), 1:1 ოლბრაიტონი (19), 2:1 რიკარდო პერეირა (81)
სიტი (4-3-3): ედერსონი - დანილო, სტოუნზი, ლაპორტი, დელფი - დე ბრუინი (70. დავიდ სილვა), გიუნდოგანი, ბერნარდო სილვა (83. მაჰრეზი) - სტერლინგი, სანე, აგუერო.
გაძევება: დელფი (89. სიტი)
ლივერპული-ნიუკასლი 4:0
გოლები: 1:0 ლოვრენი (11), 2:0 სალაჰი (47-პენ), 3:0 შაჩირი (79), 4:0 ფაბინიო (85)
ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დაიკი, რობერტსონი (83. კლაინი) - ჰენდერსონი, ვაინალდუმი (62. ფაბინიო) - შაქირი, ფირმინო (69. სტარიჯი), მანე - სალაჰი.
მანჩესტერ იუნ-ჰადერს. 3:1
გოლები: 1:0 მატიჩი (28), 2:0 პოგბა (64), 3:0 პოგბა (78), 3:1 იორგენსენი (89)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დალოტი (53. იანგი), ლინდელიოფი, ჯოუნსი, შოუ - ფრედი (53. ერერა), მატიჩი - მატა (80. ანხელ გომესი), პოგბა, ლინგარდი - რაშფორდი.
ტოტენჰემი-ბორნმუთი 5:0
გოლები: 1:0 ერიკსენი (16), 2:0 სონი (23), 3:0 ლუკას მოურა (35), 4:0 კეინი (61), 5:0 სონი (70)
ტოტენჰემი (4-1-2-1-2): ლორისი - უოლკერ-პიტერსი, ალდერვეირელდი, ფოიტი, როუზი - უინქსი - სისოკო, ერიკსენი (84. დევისი) - ლუკას მოურა - კეინი (77. სკიპი), სონი (88. ლორენტე).
ბრაიტონი-არსენალი 1:1
გოლები: 0:1 ობამეიანგი (7), 1:1 ლოკადია (35)
არსენალი (4-1-2-1-2): ლენო - ლიხტშტაინერი, პაპასტატოპულოსი, კოსიელნი (70. მეიტლანდ-ნაილსი), კოლაშინაცი - ჯაკა - ტორეირა, გენდუზი - იოზილი (46. ივობი) - ობამეიანგი, ლაკაზეტი (62. რემზი).
უოტფორდი-ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 აზარი (45+1), 1:1 რიკარდო პერეირა (45+3), 1:2 აზარი (58-პენ)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (80. ბარკლი) - პედრო (43. ჰადსონ-ოდოი/85. ემერსონი), ვილიანი, აზარი.
კრ. პალასი-კარდიფი 0:0
ხუთშაბათი, 27 დეკემბერი
საუთჰემპ.-ვესტ ჰემი 23:45
ბომბარდირები: 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 12 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 10 - ედენ აზარი (ჩელსი); 9 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), რიჩარლისონი (ევერტონი); 8 - კალუმ უილსონი (ბორნმუთი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნ), გლენ მარეი (ბრაიტონი), გილფი სიგურდსონი (ევერტონი);
მომდევნო ტური
29 დეკემბერი: ბრაიტონი-ევერტონი, ფულჰემი-ჰადერსფილდი, ლესტერი-კარდიფი, ტოტენჰემი-ვულვზი, უოტფორდი-ნიუკასლი, ლივერპული-არსენალი
30 დეკემბერი: კრისტალ პალასი-ჩელსი, ბარნლი-ვესტ ჰემი, საუთჰემპტონი-მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი-ბორნმუთი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"