პეპ გვარდიოლა: დღეისთვის ორი გუნდი "მანჩესტერ სიტიზე" ძლიერია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგაში ბოლო ორი მატჩი წააგო, რითაც "ლივერპულმა" და "ტოტენჰემმა" ისარგებლეს და სატურნირო ცხრილში გადაასწრეს.

გუშინ, 26 დეკემბერს "ქალაქელები" "ლესტერთან" დამარცხდნენ (2:1), მატჩის შემდეგ პეპ გვარდიოლამ აღიარა, რომ აღნიშნული ორი გუნდი დღეისთვის მის გუნდზე ძლიერია.

"ტოტენჰემმა" და "ლივერპულმა" ეს დაიმსახურეს, ისინი თამაშებს იგებენ, ჩვენ - ვერა, გასულ სეზონში ასე ჩვენ ვთამაშობდით, წელს კი ეს გუნდები უკეთესები არიან. საკმარისი ქულები გვაქვს, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ და ვიბრძოლებთ კიდეც" - განაცხადა პეპ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ.

პირველი წრის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" 44 ქულა
აქვს და მესამე პოზიციას იკავებს, "ტოტენჰემი" 45 ქულით მეორეა, პირველ ადგილზე კი "ლივერპულია" 51 ქულით.

altპრემიერლიგა. XIX ტური: "სიტი" კვლავ დამარცხდა, "ლივერპულმა" და "ტოტენჰემმა" გაილაღეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ადმინ,კომპიუტერის ეკრანზე,ამ სტატიის მარჯვნივ,თქვენგანვე დადებული გათამაშების ცხრილია,სადაც სიტი ჯერ ისევ მეორე ადგილზეა და უკვე დიდი ხანია ყველა ცხრილი უნამუსოდ მოძველებულ ინფორმაციას გვაწვდის.თუ დებთ,დადეთ ახალი მონაცემებით,თუ არა და ასეთი ცხრილი არავის სჭირდება,სჯობს სულ მოაშოროთ.
სოსო
20:18 27-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული