კლოპი: კინაღამ ავტირდი, როდესაც სალაჰმა ფირმინოს პენალტის შესრულების უფლება მისცა

AutoSharing Option
რა გასაკვირია, რომ პრემიერლიგის მე-20 ტურში "არსენალის" დამარცხების (5:1) შემდეგ "ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი ჩინებულ ხასიათზე იყო.

"უდავოა, გიჟური თამაში გამოვიდა. ძალიან მაგრები ვიყავით და სწორედ ის გავაკეთეთ, რაც გვინდოდა.

პრესინგს მივმართეთ და მეტოქეს შეტევის საშუალება არ მივეცით. მოწინააღმდეგეც ანალოგიურად იქცეოდა. ამიტომ დასაწყისი ქარიშხლისებრი იყო. თუმცა, როდესაც ბურთს მიიღებ, უნდა დაწყნარდე.

ჩვენი რეაქცია გაშვებულ გოლზე - მსოფლიოს დონეა. სიმშვიდე შევინარჩუნეთ და "არსენალი" ვაიძულეთ შეცდომები დაეშვა. ფირმინომ მეორე გოლი გაიტანა, მანემ კი მესამე. ვაუ. თავსაც იდეალურად ვიცავდით.

ვიცოდით, თამაში
დასრულებული არ იყო და გვინდოდა კონტროლი არ დაგვეკარგა. კინაღამ ავტირდი, როდესაც სალაჰმა ფირმინოს პენალტის შესრულების უფლება მისცა. ჩვენ ხომ ვიცით, როგორ უყვარს სალაჰს გოლის გატანა. ეს მართლაც ლამაზი გახლდათ.

"არსენალს" 5:1-ს ხშირად ვერ მოუგებ. მართლა გამიხარდა. 2018 წელი ჩვენთვის ურიგო არ იყო. ბიჭებმა წინ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ამ წელზე სამდურავი არა მეთქმის".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული