31 წლის ნახევარმცველმა ხელი კლუბთან კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოაწერა. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მხარეებს ხელშეკრულების გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით შეეძლებათ.
სამირ ნასრის წელიწადზე მეტია არ უთამაშია. მან "ანტალიასპორში" თამაშისას დოპინგ-ტესტი ჩააგდო და 2017 წლის 4 დეკმებრიდან დღემდე დისკვალიფიცირებული იყო.
ფრანგი ფეხბურთელისთვის პრემიერლიგა უცხო არაა, 8 წლის განმავლობაში ის "არსენალის" და "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა.
ტერი, ნასრი, ევრა და სხვები - თავისუფალი აგენტების სიმბოლური ნაკრები