რაც "მანჩესტერის" მენეჯერად დაინიშნა ოლე-გუნარ სოლსკიაერი, მისმა გუნდმა ზედიზედ 5 მატჩი მოიგო და მართალია, გრანდებს ამ პერიოდში არ შეხვედრიან, მაგრამ შედეგი უდავოდ დადებითია.
ნორვეგიელ სპეციალისტთან "მანიუს" კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მან გაამხილა, რომ ძალიან უნდა სამუშაოზე დარჩენა.
კურიოზული შემთხვევა მოხდა "რედინგთან" თასზე მოგებული მატჩისას (2:0): 64-ე წუთზე თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვების შემდეგ სოლსკიაერის სკამზე დაჯდა, ოლე-გუნარი კი მასთან მივიდა და დელიკატურად გადაჯდომა სთხოვა. თან, ხუმრობით უთხრა, ეგ ჯერ კიდევ ჩემი ადგილიაო.
ადრე იუწყეს, რომ ყოფილი
მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს გადაყენებაზე სანჩესმა დიდი თანხა დადო და მოიგო კიდეც.