კლოპი: "ბრაიტონი" - "ლივერპული" ოპერა არ იყო - თუმცა, ჯერ კიდევ კარგი სიმღერაა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 22-ე ტურში სტუმრად "ბრაიტონის" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

"ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა ურიგოდ არ ითამაშა. გახარებული ვარ. ასეთი ფეხბურთის ოპერასთან შედარება არ შეიძლება, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან კარგი სიმღერაა.

ამ სეზონში საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ასე ვიტყოდი - ეს ყველზე ზრდასრული გუნდის ასპარეზობა იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებული გარემოებებისას მოგება ყველას შეუძლია, მაგრამ წარუმატებელ დღეს ყველას როდი შეუძლია ამის გაკეთება. დღეს არც ისე ცუდი დღე იყო, თუმცა რთული გახლდათ, რადგან "ბრაიტონმა" კარგად იბრძოლა", -
ციტირებს კლოპს Sky Sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული