პრემიერლიგის 22-ე ტურში "მანჩესტერმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ტოტენჰემს".
"მანიუმ" 41 ქულა დააგროვა და "არსენალთან" ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს.
ახალი მწვრთნელის ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით "იუნაიტედმა" ზედიზედ 6 მატჩი საერთო ანგარიშით 17:3 მოიგო, რაც ამ კლუბის რეკორდია და თუ აქამდე მხოლოდ ლიგის საშუალო და საშუალოზე დაბალი კლასის მეტოქეებს სძლიეს, ამჯერად მესამეადგილოსანი დაამარცხეს.
21 წლის თავდამსხმელმა მარკუს რეშფორდმა ინგლისის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი. ეს მან კარიერაში პირველად მოახერხა.
ნახევარმცველმა პოლ პოგბამ მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა - დღევანდელ მატჩში რეშფორდმა გოლი სწორედ მისი პასით გაიტანა. მიმდინარე სეზონში პოგბას ანგარიშზე 19 მატჩში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
მეკარე დავიდ დე ხეამ 11-ჯერ მოიგერია ბურთი და ეს ინგლისის მიმდინარე ჩემპიონტის რეკორდია.
ლონდონი. "უემბლი". 80 062 მაყურებელი
ტოტენჰემი - მანჩესტერი
გოლი: რეშფორდი (44)
პოგბას პასი გენიალური იყო(დავით ყიფიანი გამახსენდა).