პრემიერლიგის 22-ე ტურში "მანჩესტერმა" სტუმრად რომ 1:0 მოუგო "ტოტენჰემს", ეს დიდწილად სტუმართა გუნდის მეკარის დავიდ დე ხეას დამსახურებაა.
მან 11-ჯერ მოიგერია ბურთი და ეს ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდია.
ამაზე კომენტარი ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა გააკეთა.
"მანჩესტერმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მოურინიოს წასვლის შემდეგ თამაშის გაუმჯობესება თვალსაჩინოა.
მეორე ტაიმში "ტოტენჰემმა" შესანიშნავად ითამაშა და შეეძლო მოეგო კიდეც, მაგრამ მეტოქის კარში სპაიდერმენი იდგა", - დაწერა ლინეკერმა ტვიტერზე.