"კარდიფის" მენეჯერმა ნილ უორნოკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მოლოდინშია.
"ვფიქრობ, ბრექსიტის შემდეგ ტრანსფერების განხორციელება ადვილი იქნება. ნებისმიერი სატრანსფერო ფანჯარა ჩემთვის რთულია და არამარტო ეს.
პირდაპირ გეტყვით, ვერ გავიგე, რატომ არ აკეთებენ პოლიტიკოსები იმას, რაც ქვეყანას უნდა.
ჩატარდა რეფერენდუმი, ახლა კი ვხედავთ პოლიტიკოსებს და ყველა დანარჩენ ხალხს, რომელთაც ამაში ჩარევა სურთ... მაშინ რა საჭირო იყო რეფერენდუმი?
მოუთმენლად ველი ბრექსიტს. ჩემის აზრით, ჩვენთვის გაცილებით უკეთესი იქნება ამ ეშმაკისეული ადგილიდან (ევროპიდან - რედ.) მოცილება. ყველა ასპექტში. საფეხბურთო ასპექტშიც. ჯანდაბას მთელი დანარჩენი
სამყარო", - ციტირებს უორნოკს "გარდიანი".
მოუთმენლად ველი ბრექსიტს. ჩემის აზრით, ჩვენთვის გაცილებით უკეთესი იქნება ამ ეშმაკისეული ადგილიდან (ევროპიდან - რედ.) მოცილება. ყველა ასპექტში. საფეხბურთო ასპექტშიც. ჯანდაბას მთელი დანარჩენი