"მანჩესტერ სიტიმ" კაცნაკლულ "ვულვერჰემპტონს" ადვილად სძლია და "ლივერპულს" 4 ქულით ჩამორჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 იანვარს, პრემიერლიგის 22-ე ტურის დასკვნით მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ვულვერჰემპტონს" 3:0 მოუგო.

ანგარიში დებიუტში გაბრიელ ჟეზუსმა გახსნა, შემდეგ მსაჯმა ბერნარდო სილვასთან უხეშობისთვის სტუმართა გუნდის მცველი ვილი ბოლი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, პირველი ტაიმის დასასრულს გაბრიელ ჟეზუსმა მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

"ვულვერჰემპტონს" მეტოქის კარში ბურთი არც ერთხელ არ დაურტყამს.

"ქალაქელებმა" 53 ქულა დააგროვეს და ლიდერ "ლივერპულთან" ჩამორჩენა ისევ 4 ქულამდე შეამცირეს.

"სიტიში" ნახევარმცველმა დავიდ სილვამ 267-ე მატჩი ჩაატარა, რაც კლუბის რეკორდია.

მანჩესტერი. "ეტიჰადი".
მანჩესტერ სიტი - ვულვერჰემპტონი 3:0
გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუსი (10), გაბრიელ ჟეზუსი (39, პენ), 3:0 კოუდი (78, საკ. კარში)
გაძევება: ბოლი (19)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული