"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ ინსმა განაცხადა, რომ გუნდის ახალ მწვრთნელს ოლე-გუნარ სოლსკიაერს არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია.
"ძალიანაც არ უნდა გაგვახაროს იმან, რაც სოლსკიაერმა გააკეთა.
მოდით, გულახდილნი ვიყოთ: აქ სიტუაცია ვეღარ გაუარესდებოდა. ცუდი ვითარება იყო. ეს თამაშზე აისახებოდა.
მოვიდა კეთილსახიანი სოლსკიაერი და ფეხბურთელები ათამაშდნენ. მან მათ ბორკილები შეხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სამუშაოსთვის შესაფერისია.
სოლსკიაერის ადგილას ამას ნებისმიერი გააკეთებდა. ეს რთული არაა - მისცე ფეხბურთელებს თავისუფლება და გაუუმჯობესო ხასიათი".
სოლსკიაერის ადგილას ამას ნებისმიერი გააკეთებდა. ეს რთული არაა - მისცე ფეხბურთელებს თავისუფლება და გაუუმჯობესო ხასიათი".
ჟოზე მოურინიოს გადაყენების შემდეგ 45 წლის ნორვეგიელის ხელმძღვანელობით "მანიუმ" ზედიზედ 6
გამარჯვება მოიპოვა, რაც კლუბის რეკორდია.