თრილერი "ენფილდზე" - 7 გოლი, გაძევება და "ლივერპულის" რთული გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 იანვარს, პრემიერლიგის 23-ე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "კრისტალ პალასს" 4:3 სძლია.

"კრისტალ პალასმა" მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და ლიდერს გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

სტუმრებმა "წითლების" კარში სამჯერ დაარტყეს ბურთი და სამივე გაიტანეს. ამ გუნდმა 22 დეკემბერს "მანჩესტერ სიტის" 3:2 მოუგო და მაშინ კარში დარტყმული სამივე გოლი გაიტანა.

"ლივერპულის" შემტევმა ნახევარმცველმა მოჰამედ სალაჰმა დუბლი შეასრულა და 16 გოლით ინგლისის ჩემპიონატის ბომბარდირია. მასზე მეტი გოლი ტოპ 5 ჩემპიონატებზე მხოლოდ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის აქვს გატანილი - 17.

"ლივერპულმა" 60 ქულა
დააგროვა და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 7 ქულით უსწრებს, რომელიც ხვალ გასვლაზე "ჰადერსფილდს" დაუპირისპირდება.

ლივერპული. "ენფილდი". 53 131 მაყურებელი
ლივერპული - კრისტალ პალასი 4:3
გოლები: 0:1 ტაუნსენდი (34), 1:1 სალაჰი (46), 2:1 ფირმინო (53), 2:2 ტომკინსი (65), 3:2 სალაჰი (75), 4:2 მანე (90+3), 4:3 მეიერი (90+5)
გაძევება: მილნერი (89)

მკითხველის კომენტარები / 3 /
მეორე ტაიმს ვუყურე და არც შევმცდარვარ.დიდებული მეორე ტაიმი გამოვიდა,აზარტული,სანახაობრივი,უხვგოლიანი და დაძაბული
სოსო
22:23 19-01-2019
0
სადაა მე-7-ე გოლი?
მახო
11:10 20-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული