ჩელსიმ პენალტების სერიაში ტოტენჰემს სძლია და ფინალში მანჩესტერ სიტის შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 იანვარს, "ჩელსიმ" ინგლისის ლიგის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში 2:1 მოუგო "ტოტენჰემს", ვინაიდან პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული, დამატებითი დრო და შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც 4:2 იმარჯვა.

"ჩელსი" მერვედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში.

"ჩელსის" ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ ამ სეზონში 4 გოლი გაიტანა, იმდენივე რამდენიც წინა სამ სეზონში.

თამაშის წინ "ჩელსიმ" მაყურებლებს "იუვენტუსიდან" იჯარით აყვანილი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი წარუდგინა, რომელსაც ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 38 610 მაყურებელი
ჩელსი - ტოტენჰემი 2:1
გოლები: 1:0 კანტე (27), 2:0 აზარი
(38), 2:1 ლორენტე (50)

24 თებერვალს თასის ფინალში "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" "უემბლიზე" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული