მაურისიო სარი - ედენ აზარზე: თუ მიდის, დროზე წავიდეს

AutoSharing Option
"ჩელსის" მწვრთნელმა მაურისიო სარიმ ნახევარმცველ ედენ აზარის მომავალზე ისაუბრა, რომელსაც კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უმთავრდება.

"აზარის სიტუაცია ჰადსონ-ოდოისგან განსხვავებულია. ედენი 28 წლისაა. თუ წასვლა უნდა, დროზე უნდა წავიდეს.

რა თქმა უნდა, მე მისი დარჩენა მსურს. იმედია, დარჩება და პროგრესირებას განაგრძობს. მას საიმისო პოტენციალი გააჩნია, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ახლავე გახდეს.

ის ხანდახან კმაყოფილია, ხანდახან არა. ჩემი სამუშაო მის დახმარებაში მდგომარეობს. იმ პოზიციაზე უნდა დავაყენო, სადაც უკეთ ითამაშებს. უკანასკნელ მატჩში მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი", - განუცხადა სარიმ Four Four Two-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული